მინაპაკეტი(ნაწრთობი და ტრიპლექსი) - არის ორი ან მეტი მინისაგან შემდგარი გერმეტიული კონსტრუქცია, რომელშიც მინები ერთმანეთთან დაკავშირებულია ალუმინის დისტანციური პროფილით. შესაძლოა როგორც ნაწრთობი ისე ლამინირებული მინაპაკეტის დამზადება. ნაწრთობი მინა- ეს არის მინა, რომელსაც ქიმიური და თერმული დამუშავების შედეგად ამაღლებული აქვს სიმტკიცე დარტყმისა და ტემპერეტურული ცვლილების მიმართ.დამტვრევისას ნაწრთობი მინა იფშვნება მცირედ ნაწილაკებად, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა შესაძლოა მსუბუქად დააშავოს. ნაწრთობი მინის უპირატესობა: -მაღალი მდგრადობა. -გატეხვის შემთხვევაში დაშლა წვრილ ნაწინებად. -შუშის სიმტკიცე. -ნაწრთობი მინის შემთხვევაში შესაძლებელია უსაფრთხოდ მოხდეს შუშის დემონტაჟი.